მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა თავის თანაპარტიელ ნიკა მელიასა და „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„მე მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს, მით უმეტეს, რომ გვაქვს საერთო მიზანი და ის ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რაღაც პიროვნული შეხლა-შემოხლა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მასზე განაწყენებულია და სატელეფონო საუბრის დროს მოეჩვენა, რომ დაემუქრა.