მე ბოკერიასთან არა შერიგება, არამედ საუბარი მჭირდება, რათა ჩემს სასურველ მიზანს მივაღწიო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„ნიკა მელია იყო გაბრაზებული ჩვენზე და თქვა, რომ კარგად არ მოვიქეცით, ვინაიდან მას ჩვენი შერიგება უნდოდა. მე არ მჭირდება ბოკერიასთან შერიგება. მე მჭირდება მასთან საუბარი, რათა მივაღწიო მიზანს, რომლის მიღწევაც მინდა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მასზე განაწყენებულია და სატელეფონო საუბრის დროს მოეჩვენა, რომ დაემუქრა.