რაციონალური ოპოზიციონერი და რაციონალური პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, მხარდამჭერთა რიცხვის ასეთ ვარდნას შეაფასებდა რაციონალურად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა NDI-ის ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
„ფაქტია, რომ საზოგადოებას სურდა მრავალპარტიული პარლამენტის ხილვა და არ სურდა დესტრუქცია. რაციონალური ოპოზიციონერი და რაციონალური პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, მხარდამჭერთა რიცხვის ასეთ ვარდნას შეაფასებდა რაციონალურად და საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედავდა“, - განაცხადა დავითულიანმა.
NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს იზიარებს. კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 31%;
არცერთი პარტია - 25%;
უარი პასუხზე - 24%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5%;
არ ვიცი - 5%;
სხვა პარტიები - 9%.
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.