ხატია დეკანოიძე:  საკმარისად უნდა გავბრაზდეთ, ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონები ვართ!

ხატია დეკანოიძე:  საკმარისად უნდა გავბრაზდეთ, ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონები ვართ!

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, როდესაც მმართველი გუნდი, საქართველოს გაღატაკებულ ეკონომიკას შვეიცარიასა და საფრანგეთს ადარებს, წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია, რადგან დღეს რაც ქვეყანაში ხდება ჩვეულებრივი მონობაა.

როგორც მან ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განუცხადა, ადამიანები საკმარისად უნდა გაბრაზდნენ, რათა ხელისუფლებას დაანახონ, რომ საკუთარი უფლებების ბატონ-პატრონები თავადვე არიან.

"პირველი დღე არაა, რაც შეზღუდვებს ვაპროტესტებ. მე ვაპროტესტებდი ჯერ კიდევ იმ დისკრიმინაციულ ნორმებს და სასტუმრო კარანტინების შემოღებას, სადაც ბიუჯეტის ფული დაიხარჯა. თუ რამდენიმე დღეში ქვეყანა არ გაიხსნება, ბიზნესი საქმიანობას არ გააგრძელებს და ადამიანები საქმიანობას არ დაუბრუნდებიან, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. დღეს მე მოვუსმინე პრემიერ-მინისტრის, ასევე ეპიდემიოლოგებს და ეს იყო განცხადებები, რომელიც უბრალოდ თითოეულ იმ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს , რომელსაც ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. იყო მანიპულაცია ციფრებით. გახარია ჭორაობას უწოდებს იმას,რაზეც მე და ეს ადამიანები ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

ჩემი მოთხოვნა, არა მხოლოდ პოლიტიკოსის, არამედ როგორც მოქალაქის ისაა, რომ ქვეყანა უნდა გაიხსნას და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოს გაღატაკებულ ეკონომიკას ადარებენ: შვეიცარიას, საფრანგეთს, ავსტრიას და იტალიას, სადაც ყველა ადამიანს დანაზოგი აქვს. ამიტომ უნდა გავბრაზდეთ საკმარისად იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონი ვართ! აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა გაიხსნას, სწავლა აღდგეს, ტრანსპორტი გაიხსნას. ის რაც საქართველოში ხდება ჩვეულებრივი მონობა", - განაცხადა დეკანოიძემ.

Aburjga Tasmanieli უკვე ძალიან მომაბეზრე თავი! მარტო სათაურს ვკითხულობ მაგრამ მაინც! ძალიან გაათლაკე!!! შედი კუხნაში!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უკვე ძალიან მომაბეზრე თავი! მარტო სათაურს ვკითხულობ მაგრამ მაინც! ძალიან გაათლაკე!!! შედი კუხნაში!
4 წლის უკან