კუჭმაჭი

კუჭმაჭი

ინგრედიენტები

1   კგ. ღორის გულ-ღვიძლი

200   გრამი ღორის ქონი ან კარაქი

4   თავი ხახვი

6   კბილი ნიორი

200   მლ. წყალი

2   ჩ/კ ხმელი ქონდარი

4   ცალი დაფნის ფოთოლი

1   ჩ/კ ხმელი ქინძი

1   ჩ/კ დაფქული შავი პილპილი

40   გრამი ახალი მწვანე ქინძი

1   ცალი ბროწეული

მარილი გემოვნებით

მომზადება

კარგად გარეცხეთ ღორის გულ-ღვიძლი და დაჭერით პატარა კუბიკებად. მოათავსეთ ტაფაზე, საუკეთესო არომატისთვის 2 ცალ დაფნის ფოთოლთან და 2 კბილ ნიორთან ერთად. ჩაუმატეთ 200 მილილიტრი წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე, სანამ წყალი არ დაშრება. თან დროდადრო ურიეთ.

თხლად დაჭერით ხახვი და კარაქთან ან ღორის ქონთან ერთად ჩაუმატეთ ტაფას. დააფარეთ თავსახური და დროგამოშვებით ურიეთ.

დანაყეთ დარჩენილი 4 კბილი ნიორი და ჩაუმატეთ, როცა გულ–ღვიძლი უკვე დარბილებული იქნება. დაუმატეთ ხმელი ქონდარი, დარჩენილი 2 დაფნის ფოთოლი, ხმელი ქინძი, შავი წიწაკა და მარილი. მოურიეთ და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.

ამასობაში თხლად დაჭერით მწვანე ქინძი და მოაყარეთ მომზადებულ კუჭმაჭს. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით!

გასაფორმებლად ნიგვზის ლებნების გამოყენებაც შეგიძლიათ.