"არ დავთანხმდი ქორწინებაზე, სანამ მეხუთედ არ მთხოვა ხელი" - ჯილ ბაიდენი ჯოსთან ურთიერთობის ადრეულ პერიოდს იხსენებს

ჯო და ჯილ ბაიდენების წარმატებული პროფესიული კარიერის პარალელურად საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის მათი სიყვარულის ისტორია.

წყვილი 43 წლის განმავლობაში ერთად უმკლავდებოდა წინააღმდეგობებსა და დაბრკოლებებს, ერთმანეთის გვერდით იდგნენ ცხოვრების წარმატებულ და წარუმატებელ ეტაპებზე, იქნებოდა ეს მხიარულებითა და ბედნიერებით სავსე დღესასწაულები, თუ გამანადგურებელი დანაკარგის ფონზე არსებული პრობლემები. ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტია, მისი მეუღლე ჯილ ბაიდენი კი პირველი „პირველი ლედი“, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სრული განაკვეთით და თეთრი სახლის კედლებს გარეთ ანაზღაურებადი სამსახური აქვს.

როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, ჯო 33 წლის ამერიკელი სენატორი იყო, ხოლო ჯილი კოლეჯის 24 წლის მოსწავლე. ხელის ხუთჯერ თხოვნის შემდეგ, წყვილი საბოლოოდ 1977 წლის 17 ივნისს დაქორწინდა. ჯილი ხშირად იხსენებს ადრეულ პერიოდს და აღნიშნავს, რომ მისი უზომო სიყვარულის მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრება სჭირდებოდა.

ჯო და ჯილი ორივე იმყოფებოდნენ ქორწინებაში დაოჯახებამდე. ჯოს პირველი მეუღლე და ქალიშვილი 1972 წელს ავტოკატასტროფაში გარდაიცვალნენ. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მას ქორწინებიდან ორი ვაჟიშვილი დარჩა.

“ჯო ხშირად იხსენებს იმას, რომ არ დავთანხმდი ქორწინებაზე, სანამ მეხუთედ არ მთხოვა ხელი. სინამდვილეში, მე ის თავიდანვე ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვუთხარი, რომ ჯერ არ იყო შესაფერისი დრო ოჯახის შესაქმნელად. ძალიან მიყვარდა მისი შვილები და ვგრძნობდი, რომ საბოლოოდ, ეს იქნებოდა ის ქორწინება, რომელიც ნამდვილად გაამართლებდა, თუმცა გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ბიჭებს დაკარგული ჰყავდათ დედა, რის გამოც მძიმე ტრაგედია დაატყდათ თავს. ამიტომ ზუსტად ვიცოდი, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე 100%-ით უნდა დავრწმუნებულიყავი.”