აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა.

74 წლის ჯანეტ იელენი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ხაზინის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

სენატში გამართულ მოსმენებზე ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძვლიან ანალიზს განახორციელებს. მისივე თქმით, ის მხარს უჭერს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებას.

2014-2018 წლებში ჯანეტ იელენი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე იყო.