მამუკა მდინარაძე: თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს

მამუკა მდინარაძე: თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს

თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ზეა ასული.

„მაგალითად, პირბადის ტარება თუ სწორად მახსოვს ზაფხულში 20-30% იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ზეა ასული, მაგრამ, თუ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, რომ 90-95%-ს გავცდეთ პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ვახერხებთ. 95%-მა რომ დაიცვას პირბადის ტარების წესი, შესაძლოა შეზღუდვები უდიდესი ნაწილის მოხსნა ხვალვე გახდეს შესაძლებელი. მოდით, ქართველებს და ჩვენ მოქალაქეებს ნუ დავაბრალებთ, ბევრი ქვეყანაც ვერ იცავს და ამიტომ წესდება იქაც შეზღუდვები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.