გიორგი კახიანი: თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობოს იდეას, ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა

გიორგი კახიანი: თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობოს იდეას, ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა

გვახსოვს ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეფასებები არცევნებზე შეიცვლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ შეფასებები არის იგივე, რაც იყო თავიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა.

„ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური. იმავდროულად, ჩვენ ვხედავთ მოწოდებებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისკენ ოპოზიციის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ თუკი რაიმე იმედი ჰქონდა ოპოზიციას, რომ შეფასებების შეცვლა შესაძლებელი იყო, ეს ასე არ მოხდა. ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს იმ იდეას, რასაც საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა ჰქვია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, კენჭისყრა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები.