მამუკა მდინარაძე: კარგად მესმის იმ მოქალაქეების, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად ეკონომიკური და სოციალური ზიანი მიიღეს, მაგრამ გაუთვლელი გადაწყვეტილებებით შეიძლება გაცილებით ცუდი შედეგი მივიღოთ

მამუკა მდინარაძე: კარგად მესმის იმ მოქალაქეების, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად ეკონომიკური და სოციალური ზიანი მიიღეს, მაგრამ გაუთვლელი გადაწყვეტილებებით შეიძლება გაცილებით ცუდი შედეგი მივიღოთ

კარგად მესმის იმ მოქალაქეების, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად ეკონომიკური და სოციალური ზიანი მიიღეს, მაგრამ გაუთვლელი გადაწყვეტილებებით შეიძლება გაცილებით ცუდი შედეგი მივიღოთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ გადაწყვეტილებები ნაჩქარევი და გაუთვლელი იქნება, გარკვეულ მეცნიერულ გათვლებზე არდაფუძნებული, ამ შემთხვევაში ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით ცუდ შედეგს და ისევ მოგვიწევს ამ შეზღუდვების შეიძლება უფრო მკაცრი ფორმებით დაბრუნება.

ამიტომ სჯობს, ჩვენ სწორად მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები და განვსაზღვროთ პრიორიტეტები. პირველ რიგში ვიწყებთ სკოლაზე და ტრანსპორტზე საუბარს, თუ მაგალითად რესტორნებზე, ყველა მნიშვნელოვანია და არც ერთის პრიორიტეტულობაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ აქ თანმიმდევრულობა არის მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენ გარკვეული პოზიტიური შედეგებზე ფიქრის საშუალება მოგვცემს. როდესაც 2-3 კვირაში ცუდი შედეგის გარანტია გვაქვს, ჩვენ გვიწევს ხისტი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - განცხადა მამუკა მდინარაძემ.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან. სრულად