მამუკა მდინარაძე: ტრანსპორტის გახსნაზე დავიწყებთ ფიქრს, თუ ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 4%-ზე ნაკლები იქნება

მამუკა მდინარაძე: ტრანსპორტის გახსნაზე დავიწყებთ ფიქრს, თუ ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 4%-ზე ნაკლები იქნება

მაგალითად, თუ უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, თუ COVID-19-ზე დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე უფრო თამამად ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამიტომ, ამ ინდიკატორზეა მეტწილად დამოკიდებული შეზღუდვების მოხსნა-არმოხსნის საკითხის გადაწყვეტა და როგორც კი ბოლო 7 დღე იქნება ისეთი, რომ დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ჩვენ უკვე დავიწყებთ ფიქრს, რომ მაგალითად ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვები მოვხსნათ. ესაა დამოკიდებული მეცნიერულ გათვლებზე, რომელსაც ევროპის წამყვანი ქვეყნები აღიარებენ და ევროპელი ეპიდემიოლოგებიც ამას მიჰყვებიან, რომ დინამიკაში სწორი გადაწყვეტილების მიღება ამ გათვლებზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ორ-სამ კვირაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უფრო გართულდება. „ამ შემთხევვაში დაგვჭირდება მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა შემოღება“, - აღნიშნა მდინარაძემ.