ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ნაწილს არ სურს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ნაწილს არ სურს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს

ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია დესტრუქციულ ნაწილს ვეძახით, არ სურს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიზანია, მოლაპარაკების დროს შეთანხმება არ შედგეს.

„ისინი ყველას მიმართ, ვინც ამ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ პოზიციას იჭერენ, ხდებიან აგრესიულები, აშანტაჟებენ მათ, აბულინგებენ, ამუნათებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ანუ მათი მთავარი მიზანია, რომ არ იქნას მიღწეული შეთანხმება მოლაპარაკებების დროს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მეხუთე რაუნდის მოლოდინი აღარ არსებობს.

51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტი საკითხის განხილვას საკომიტეტო მოსმენაზე 27 იანვარს დაიწყებს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით გასული წლის დეკემბერში მიმართა.