დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბულინგი და მუქარა ნამდვილად არახალი მოვლენაა

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბულინგი და მუქარა ნამდვილად არახალი მოვლენაა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბულინგი, მუქარა და ასე შემდეგ ნამდვილად არახალი მოვლენაა და ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით. მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც, როდესაც ისინი ოპოზიციაში არიან, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი იაგო ხვიჩიას განცხადებას, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

„არსებობს საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ამ კუთხით მოქმედებს და რა თქმა უნდა, ვინმე თუკი თვლის რომ მას ემუქრებიან, მას შეუძლია განაცხადოს ეს შესაბამისი ფორმით. ოპოზიციაში შიგნით რომ არეული მოცემულობაა და ერთმანეთის მიმართ კადრულობენ აბსოლუტურად ყველაფერს, ეს ცხადზე ცხადია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მასზე განაწყენებულია და სატელეფონო საუბრის დროს მოეჩვენა, რომ დაემუქრა.