მედია: ჩრდილოეთკორეელი დიპლომატი სამხრეთ კორეაში გაიქცა

მედია: ჩრდილოეთკორეელი დიპლომატი სამხრეთ კორეაში გაიქცა

მაღალი თანამდებობის ჩრდილოეთკორეელი დიპლომატი სამხრეთ კორეაში გაიქცა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რიუ ჰიუნ-ვუ, რომელიც 2017 წლიდან ქუვეითში ელჩად მუშაობდა, ოჯახთან ერთად სეულში ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში გაიქცა, რათა მას შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონოდათ. თუმცა აქამდე ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. ოფიციალური სეული მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

მაღალი თანამდებობის პირების ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევის შემთხვევა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.