ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის 253 816 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 243 396. გარდაიცვალა 3 071 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით.
კარანტინის რეჟიმშია 511, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 272. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 443 მოქალაქე
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.