გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე: გავა დრო, ეს პროექტები იარსებებს და ყველას ეცოდინება, რომ ეს არ იყო გაკეთებული რაიმე ფინანსური შემოსავლის ან ანგარებით

გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე: გავა დრო, ეს პროექტები იარსებებს და ყველას ეცოდინება, რომ ეს არ იყო გაკეთებული რაიმე ფინანსური შემოსავლის ან ანგარებით

გიორგი ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებზე ისაუბრა. ამ თემაზე დეპუტატმა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

„გავა დრო, ჩვენი შვილიშვილები იქნებიან უკვე ხანში შესულები და ეს პროექტები იარსებებს და ყველას ეცოდინება, რომ ეს არ იყო გაკეთებული რაიმე ფინანსური შემოსავლის ან ანგარებით, რომელიც პირად ემოციას ან ამპარტავნებას უკავშირდება. ქვეყანას დარჩება უნივერსიტეტიც, ბოტანიკური ბაღიც, დენდროლოგიური პარკიც და უამრავი სხვა რამ და არაერთი გადარჩენილი, ჩვენი სახელმწიფოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი. ვფიქრობ, მაინც წარსულს ჩაბარდება ის ღვარძლი, გააფთრებული შეტევა, უსაფუძვლო უტიფარი ხშირ შემთხვევაში, უზნეო, მაგრამ ასეა თუ ისე, გაკეთებული საქმეები თავის თავზე უფრო მეტს ილაპარაკებს, ვიდრე პოლიტიკური გუნდი, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს განცხადებები გაკეთებული“, - მიიჩნევს გიორგი ვოლსკი.

ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.