სოზარ სუბარი: ოპოზიცია ბოლომდე იმაშიც ვერ ჩამოყალიბდა წავიდა თუ არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მათი ტრაგედია

სოზარ სუბარი: ოპოზიცია ბოლომდე იმაშიც ვერ ჩამოყალიბდა წავიდა თუ არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მათი ტრაგედია

ოპოზიცია ბოლომდე იმაშიც ვერ ჩამოყალიბდა წავიდა თუ არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მათი ტრაგედია, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა.

„მე რასაც ვუყურებ, თვითონ დარჩნენ საფუძველგამოცლილნი. მართლა არ იციან რაზე ილაპარაკონ, არ იციან რა აკეთონ. არსი დაკარგეს თითქოს თავისი არსებობის. თუ მართლა ვინმე სერიოზულად ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას აკეთებდა იმიტომ, რომ პოლიტიკაში მოსულიყო და მან ეს ქველმოქმედება დაიწყო პოლიტიკაში მოსვლამდე 20 წლით ადრე, 20 წლით ადრე დაგეგმა, რომ დახმარებოდა ადამიანებს, რომ მათი სიცოცხლე გადაერჩინა ხშირ შემთხვევაში, მან ეს ყველაფერი შეასრულა, 20 წლის მერე მოიგო და კიდევ 10 წლის მერე წავიდა პოლიტიკიდან, თუ ასეთი ძლიერია მაშინ საერთოდ რაღას იბრძვიან, დაყარონ ფარ-ხმალი“, - ამბობს სუბარი.

პარლამენტის წევრი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე საუბრობს და განსაკუთრებულ აქცენტს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე აკეთებს, რომლის ასაშენებლად ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახმა მილიარდი ლარი გაიღო.

ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.