ვახტანგ მეგრელიშვილი: რევოლუციაში თუ მივიღებთ მონაწილეობას, ესე იგი მეტი გზა აღარ ყოფილა, ეს იგი ტირანია გვაქვს ქვეყანაში

ვახტანგ მეგრელიშვილი: რევოლუციაში თუ მივიღებთ მონაწილეობას, ესე იგი მეტი გზა აღარ ყოფილა, ეს იგი ტირანია გვაქვს ქვეყანაში

რევოლუციაში თუ მივიღებთ მონაწილეობას, ესე იგი მეტი გზა აღარ ყოფილა, ეს იგი ტირანია გვაქვს ქვეყანაში, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„არ წარმომიდგენია მშვიდობიანი რევოლუცია. რევოლუცია ზოგადად, თავისი შინაარსით ნიშნავს, რომ შენ მზად უნდა იყო, ტირანია დაამხო და ტირანია იმის ტირანიაა, რომ ის ძალადობს. მსხვერპლობა რევოლუციის შემთხვევაში მე არ მინდა და თუ რევოლუციაა, რევოლუცია იყოს. რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ ორი მხარე ებრძვის ერთმანეთს ძალის გამოყენებით. თავიდან ფორმები შეიძლება, იყოს მშვიდობიანი. შეიძლება, ერთს შეეშინდეს და უკან დაიხიოს, მაგრამ რევოლუციის კულმინაცია არის ძალა. რევოლუციაში თუ მივიღებთ მონაწილეობას, ესე იგი მეტი გზა აღარ ყოფილა, ეს იგი ტირანია გვაქვს ქვეყანაში, ტირანი უნდა დავამხოთ და თუ ასეთი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, მივიღებთ მონაწილეობას. ყველა მოქალაქის ვალია, ტირანიის შემთხვევაში იბრძოლოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

Lolo47 ვაი შენს პატრონს, უბედურს! შენ, გეტყობა 2003-დან 2013-მდე საქართველოში არ გიცხოვრია, სისულელეებს რომ როშავ გამოთქმით, ან რამსები გაქვს მწარედ არეული!!!
4 წლის უკან
kolxi ეხლა ამათ მართლა ნაცსექტის ტირანია უნდა მოუწყო სულ ერთი თვით და მერე ვნახავ ამათ ღნავილს,,,
წამალი შემოგაკლდა თუ პლანი ბიჯოოო... წადი რაა რამე სხვა საქმე ნახე შენღა გვაკლდი რაააა...
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რადგან ვერ ხვდები ტირანია არის თუ არ არის, შენს თავს შეეკითხე - ტირანი ვინაა, რა ქვია, რა გვარია?! ბიჯო ასეთი სულელები, უვიცები, უპასუხისმგებლოები როგიორ ხართ ყველა მაგ ოპოზიციაში?! ვინ ხართ, საიდან გაჩნდით!?
4 წლის უკან