ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა კიდევ ერთხელ გადაიდო

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა კიდევ ერთხელ გადაიდო

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის — No Time To Die პრემიერა პანდეემის გამო კიდევ ერთხელ გადავადდა.

დენიელ კრეიგმა აგენტ 007-ის როლი ბოლოჯერ მოირგო. ბონდის ოფიციალური ტვიტერის ცნობით, ფილმის გამოსვლა აპრილში იგეგმებოდა, მაგრამ პრემიერის თარიღმა 8 ოქტომბრამდე გადაიწია.

ჰოლივუდის კინოკომპანიები პრემიერის თარიღს ფინანსური სარგებლის შემცირების რისკის გამო ავადებენ, რადგან მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კინოთეატრი დახურულია.

თვის დასაწყისში, უორნერ ბროსმა განაცხადა, რომ სოპრანოს კლანის პრიქველის პრემიერის თარიღი გადაიწევდა, შეიცვალა Ghostbusters: Afterlife-ისა და Peter Rabbit 2: The Runaway-ის პრემიერის თარიღიც.

No Time To Die-ის გამოსვლა არაერთხელ გადავადდა, ჯერ 2020 წლის აპრილში დაგეგმილმა პრემიერამ გადაიწია ნოემბრამდე, შემდეგ 2021 წლის აპრილი დასახელდა ფილმის გავრცელების პერიოდად, ახლა კი 8 ოქტომბერი.