გივი მიქანაძე: საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ

გივი მიქანაძე: საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ

როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა - აზერბაიჯანი ძალიან მკაცრად იცავდა თავის ინტერესებს, ჩვენი მხრიდან ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„საქართველოში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ. პროკურატურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა მასალებმა მთელი საზოგადოება დაარწმუნა იმაში, რომ როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა - აზერბაიჯანი ძალიან მკაცრად იცავდა თავის ინტერესებს, ჩვენი მხრიდან ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა მიქანაძემ.