კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის გამო, ალბანეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის გამო, ალბანეთმა რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის გამო, ალბანეთის მთავრობამ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„ალბანეთის მთავრობამ რუსი დიპლომატი, ალექსეი კრივოშეევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს არ იცავდა. დიპლომატმა ქვეყანა 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს“, - ნათქვამია ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსი დიპლომატი საკარანტინო ზომებს სისტემატიურად არღვევდა.

ალბანეთში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა.