მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო

მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო

აშშ-ში, მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო.

ბილეთის მფლობელს შეუძლია 731 მილიონი დოლარი მიიღოს, რომელსაც 29 წლის განმავლობაში გადაუხდიან, ან ერთდროულად 546.8 მილიონი დოლარი აიღოს.

აღსანიშნავია, რომ იმ მაღაზიის მფლობელი, სადაც ჯეკპოტის გამარჯვებულმა ბილეთი შეიძინა, 100 000 დოლარს მიიღებს.

Powerball-ის ლატარეის გათამაშება 44 შტატსა და ფედერალურ ოლქში ტარდება. ერთი ბილეთის ღირებულება 2 დოლარს შეადგენს. აშშ-ის ისტორიაში რეკორდული ჯეკპოტი, 1.59 მილიარდი დოლარი 2016 წელს სამ გამარჯვებულს შორის განაწილდა.