თეთრი სახლი: ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა დაგეგმილი არ არის

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა დაგეგმილი არ არის

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა დაგეგმილი არ არის.

„სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის. გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ სურს პირადი წერილის გასაჯაროვება ყოფილ პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე. თუმცა, არ ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი ამის შეთანხმებას სატელეფონო ზარით აპირებს“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლამდე მისმა წინამორბედმა მას ძალიან დიდსულოვანი წერილი დაუტოვა. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისადმი პატივისცემის გამო, ის წერილის შინაარსს არ გაასაჯაროვებს.