როგორ ვაკონტროლოთ გაბრაზება

როგორ ვაკონტროლოთ გაბრაზება

როდესაც ადამიანი საშინლად ბრაზდება და ზიანს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც აყენებს, უპირველესად უნდა გაერკვეს, რატომ ბრაზდება.

გაბრაზება რაც უნდა წარმოუდგენლად გეჩვენოთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა.

თუ პიროვნება ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ამ გზით საკუთარი ემოციის გამოხატვა ნორმალურ რეაქციად არის მიღებული, ამ ადამიანს გაბრაზება ყოველდღიურ ჩვევად გადაექცევა და ცხოვრებას გარკვეულწილად გაურთულებს.

გაბრაზება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს შიშით ან ფსიქიკური ტრავმით, სადაც სიბრაზე დაცვითი რეაქციის როლში გამოდის.

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გაბრაზების გრძნობის დასათრგუნად რამდენიმე მარტივი მეთოდი შემოგვთავაზეს.

1. თანაბრად ისუნთქეთ, როცა ხვდებით, რომ საკუთარი თავის გაკონტროლება უკვე გიჭირთ, პულსი ხშირდება, სისხლის ცირკულაციაც ჩქარდება. თანაბარი სუნთქვა კი ნორმალურ მდგომარეობას დაგიბრუნებთ.

2. შეეცადეთ დაარწმუნოთ თავი, რომ ამ გაბრაზებას დაძლევთ. სიბრაზისას ადამიანები ხშირად იმას არ ამბობენ, რასაც ფიქრობენ.

3. დახმარებისთვის მეგობარს მიმართეთ და თქვენი გაღიზიანების მიზეზი გაუმხილეთ. ის მოგისმენთ და გაგიგებთ, რაც თქვენს მდგომარეობას შეამსუბუქებს.

4. დააწყვეთ თავში თქვენი მომავალი მოქმედებებისა და გამონათქვამების გეგმა. როცა ადამიანი ბრაზდება, მისი აზრებიც სპონტანური ხდება. წინასწარი გეგმის არსებობის შემთხვევაში კი შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი სიბრაზე.

5. თუ ხვდებით, რომ რაღაც მიზეზის გამო ძალიან გაბრაზებული ხართ, შეეცადეთ თავი აარიდოთ ალკოჰოლის მიღებას. სპირტიანი სასმელი უფრო გააღრმავებს თქვენს სიბრაზეს.