ბაღდადში, აგრარულ ბაზარში ორ აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

ბაღდადში, აგრარულ ბაზარში ორ აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ორი აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია Al Arabiya-ს ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ აგრარულ ბაზარში აიფეთქეს.

აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 16 დაშავებული კი საავადმყოფოებში გადაჰყავთ. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება, ვინაიდან რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.