მაია ცქიტიშვილი: ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის ფუნქცია იქნება იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს

მაია ცქიტიშვილი: ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის ფუნქცია იქნება იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს

ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშილმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კრიზისი როგორც შესაძლებლობა. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბიზნესს, ეკონომიკის აღდგენას, რათა უფრო სწრაფად დავძლიოთ ეს კრიზისი. ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ყველა გამოწვევა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით მაია ცქიტიშვილი იქნება.