მტრედი ჯო, რომელიც ავსტრალიაში აშშ-დან ჩაფრენილი ეგონათ, ადგილობრივი ბინადარი აღმოჩნდა

მტრედი ჯო, რომელიც ავსტრალიაში აშშ-დან ჩაფრენილი ეგონათ, ადგილობრივი ბინადარი აღმოჩნდა

მტრედი, რომელიც ავსტრალიაში აშშ-დან ჩაფრენილი ეგონათ და რომლის მოკვლაც აპირებდნენ, ადგილობრივი ბინადარი აღმოჩნდა. ამის შესახებ AFP წერს.

ჩიტი „უცხოელი“ თათზე სამაჯურის გამო ეგონათ, რომლის მიხედვით ფრინველი 26 დეკემბერს აშშ-ის, ორეგონის შტატიდან გამოფრინდა, 13 ათასი კილომეტრი გაიარა და ავსტრალიაში მოხვდა. თუმცა აშშ-ის მტრედების რბოლის კავშირმა (American Racing Pigeon Union) განაცხადა, რომ ბარათი ყალბია.

ორგანიზაციის თქმით, სამაჯურზე დატანილი ნომერი კონკრეტულ მტრედს ეკუთვნის, რომელიც ავსტრალიაში ნაპოვნი ფრინველი არ არის.

კავშირის დასკვნას ავსტრალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროც დაეთანხმა, რომელსაც საკუთარი გამოძიება ჩაატარა. შესაბამისად, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჯო ადგილობრივი ფაუნისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და მის მოკვლას აღარ აპირებენ.

ინფორმაციას ჯოს შესახებ, რომელსაც სახელი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის პატივსაცემად დაარქვეს, მედიაში გასულ კვირას გავრცელდა.