ეგვიპტეში დააპატიმრეს ქალი, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით, „უხამსი“ დიზაინის ნამცხვრები გამოაცხო, - ამის შესახებ BBC წერს.
ნამცხვრების ფოტოები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ფოტოები კაიროს ერთ-ერთ სპორტულ კლუბში, დაბადების დღეზე იყო გადაღებული. არსებული ინფორმაციით, საკონდიტრო ნაწარმი გენიტალიებისა და საცვლების გამოსახულებით იყო მორთული.
მცხობელი ქალი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი, $319-ის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება საზოგადოების უხეში შეურაცხყოფაა და უხამსობას ისლამი კრძალავს.