„როცა პაზლი თავის ადგილზე ჯდება“

„როცა პაზლი თავის ადგილზე ჯდება“

„როდესაც ორი პოლიტიკური ჯამბაზის, გვარამია/სააკაშვილის მორიგ პერფორმანსზე (ივანიშვილი/ბიტკოინი/კაპიტოლიუმი/ტრამპი/პუტინი) პირველ კომენტარს ვაძლევდი, რაც უფრო ვითარების ინტუიციურ შეგრძნებას ეფუძნებოდა, ვიდრე რეალობის ფაქტობრივ ცოდნას - საქართველოში NDI-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ლინკოლნ მიტჩელის სენსაციურ განცხადებას გაცნობილი ჯერ კიდევ არ ვიყავი. ხოლო როდესაც გავეცანი, ბევრი "პაზლი" თავის ადგილას ჩაჯდა. კერძოდ...

...ლინკოლნ მიტჩელის განცხადების მთავარი კონფიგურაცია შემდეგნაირად გამოიყურება: დონალდ ტრამპი, როგორც ცნობილი ფინანსური თაღლითი, რომელიც სხვა აფიორებთან ერთად, უბრალოდ ყიდდა თავის "საინვესტიციო ბრენდს" - 2011-2012 წ.წ. შეეკრა ცნობილ პოლიტიკურ თაღლით მიხეილ სააკაშვილს, რათა ამ უკანასკნელს "ტრამპ ინვესთინგის ბრენდის" გამოყენებით, საქართველოში (ძირითადად აჭარაში) ყაზახი ბიზნესმენების მეშვეობით, გასათეთრებლად ("გასარეცხად") მოეზიდა "გაზპრომის" (იკითხება - პუტინის) შავი ფული.

ლინკოლნ მიტჩელი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ამ გარიგების თარიღს - როდესაც ხელისუფლების დატოვების რეალური პერსპექტივების წინაშე მყოფ სააკაშვილს ბოლო დიდი კუში უნდა მოეხსნა - და მან ეს ტრამპის ბრენდის გამოყენებით შეძლო, ამ უკანასკნელისთვის არც თუ ისე უსასყიდლოთ. თუმცა ამჯერად, არა იმდენად ტრამპის როლს მინდა შევეხო ამ კრიმინალურ ისტორიაში - რამდენად მიხეილ სააკაშვილის. ტრამპი, რომლის მიმართ მხოლოდ უკანასკნელ 4 წელიწადში (BBC-ის ინფორმაციით) 30-მდე სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - იმედია თავად დაკავდება საკუთარი პროცესუალური გამართლებით. ჩვენ კი ადგილობრივ "ბარანებს" მიუბრუნდეთ.

ლინკოლნ მიტჩელის სენსაციურ მასალებში გაიჟღერა რამოდენიმე ყაზახი ბიზნესმენის გვარმა, მათ შორის - ტიმურ კულიბაევის. იგი გახლავთ ნურსულთან ნაზარბაევის ერთ-ერთი ქალიშვილის მეუღლე (ცოლ/ქმრის ჯამური ქონება ფორბსის მიხედვით, 7 მილიარდ დოლარს აღემატება), რომელიც 2005 წელს იკავებდა ყაზახეთის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და ამავდროულად იყო კონცერნ "ყაზენერჯის" ხელმძღვანელი. სწორედ ამ სტატუსით იმყოფებოდა იგი საქართველოში (ბათუმში) 2005 წლის ოქტომბერში ყაზახეთის იფიციალური სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში. სწორედ ამ სტატუსით გაიცნო მან სააკაშვილი, ხოლო ყაზახეთში მიშას საპასუხო ვიზიტის დროს ეს გაცნობა მეგობრობაში გადაიზარდა.

ამ მეგობრობამ ურთიერთ სასარგებლო თანამშრომლობის კონტურები შეიძინა 2011 წელს, როდესაც ტიმურ კულიბაევი შეიყვანეს პუტინის "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოში. როგორც ჩანს აჭარაში ტრამპის ბრენდის ლეგენდირებით, გაზპრომის შავი ფულის გათეთრების სქემას (ლინკოლნ მიტჩელის მონაცემებით) სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

თავის სკანდალურ ინფორმაციაში, მიტჩელი კიდევ ერთ საინტერესო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც მეც არაერთხელ შევეხე და კიდევ შევეხები მომავალშიც - სინდის/ნამუსზე ისედაც აცრილ სააკაშვილს, არანაირი მორალური შეზღუდვები არ აჩერებს ფულთან მიმართებაში. ეს თუნდაც მაშინ გამოვლინდა, როდესაც 2010 წლის 24 ივლისს კაჭრეთის "ამბასადორში" სააკაშვილის დავალებით, ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვაბელობდა რუსეთიდან ჩამოსული კრიმინალური ავტორიტეტების თავშეყრას, სადაც შემუშავდა მოსკოველი კანონიერი ქურდების ფულის გათეთრების სქემები განმუხურისა და ანაკლიის ტურისტულ ზონებად გადაქცევის საქმეში. ამ "სხადნიაკიდან" ერთ კვირაში, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა განმუხურში ცნობილი ესპანელი არქიტექტორი ჩაიყვანეს და პროცესიც დაიწყო.

იბადება კითხვა - რამ მოახდინა სააკაშვილთან დაკავშირებული, ამ კიდევ ერთი დაკონსერვირებული თემის რეანიმირება? როგორც ჩანს, ტრამპთან მიმართებაში რეალური სისხლის სამართლის დევნის პერსპექტივებმა, რამაც აიძულა ნაცჯამბაზებს მიემართად ნაცადი ხერხისთვის - რაც თავად ჰქონდათ რეალურად ჩადენილი, სარკისებრივ გადაებრალათ ივანიშვილზე მათთვის ჩვეული, გაუგონარი ფეიკის სახით - იოზეფ გებელსის საუკეთესო ტრადიციებში: "რაც უფრო გაუგონარია ტყუილი, მით უფრო ადვილად დასაჯერებელია ის". მაგრამ ამ ფეიკმომხმარებელთა შრეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დიდი ხანია აღარ განეკუთვნება“...

 

 

Ninja ვაუ!
3 წლის უკან