ანა დე არმასი და ბენ აფლეკი ერთწლიანი რომანის შემდეგ დაშორდნენ

ანა დე არმასი და ბენ აფლეკი ერთწლიანი რომანის შემდეგ დაშორდნენ

როგორც ინსაიდერები იუწყებიან, 48 წლის ბენ აფლეკი და 32 წლის ანა დე არმასი ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაცია წყვილის თითქმის ერთწლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ რამდენიმე კვირის წინაც გაჟღერდა, თუმცა ჭორების საპასუხოდ მაშინ ანა ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა.

თუმცაღა უცხოური ტაბლოიდების თქმით ამჯერად დაშორების ინიციატორი თავად არმასი გახდა და ვარსკვლავებმა მშვიდად მიიღეს გადაწყვეტილება.

მიზეზი კი, ბენის პირადი ცხოვრება გახდა. როგორც ინსაიდერი ამბობს, ანას აღარ სურს ლოს-ანჯელესში ყოფნა, მაგრამ ბენი ვერ ტოვებს მშობლიურ ქალაქს, სადაც მისი და ჯენიფერ გარნერის შვილები ცხოვრობენ.