რამდენიმე დღის წინ კაილი ჯენერმა სოციალურ ქსელებში საკუთარი, 36 მილიონ დოლარად შეფასებული სახლის ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, თუმცა გამომწერების ყურადღება ერთმა სახალისო და მოულოდნელმა დეტალმა მიიქცია.
საქმე კაილის სააბაზანოში არსებულ წყლის ჭავლს შეეხება, რადგან როგორც ფოტოდან ჩანს, მდიდრულ საცხოვრებელში ვარსკვლავს წყლის დაბალი წნევა აქვს. შესაბამისად, ფოტოს უამრავი სასაცილო პოსტიც მოჰყვა.