მელანია ტრამპი: ჩემო ამერიკელებო, აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო

მელანია ტრამპი: ჩემო ამერიკელებო, აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა ამერიკის მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აშშ-ის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ „ამერიკელებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ძალადობა არასდროსაა პასუხი და მას არასდროს ექნება გამართლება“.

„ჩემო ამერიკელებო, აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო. მე შთაგონებული ვარ წარმოუდგენელი ამერიკელებით, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას თავიანთი სიკეთითა და სიმამაცით ადიდებენ“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.

პირველმა ლედიმ ასევე აღნიშნა, რომ ძალადობა არასდროსაა პასუხი და მას გამართლება არ აქვს.

„როდესაც თეთრ სახლში მოვედი, ვფიქრობდი ის პასუხისმგებლობაზე, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი, როგორც დედა. ჩვენი, როგორც ზრდასრულების და მშობლების ვალია უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობები, იცხოვრონ სავსე და ჯანსაღი ცხოვრებით“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.