დასუსტდა თუ არა სააკაშვილის ფლანგი ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლით?

დასუსტდა თუ არა სააკაშვილის ფლანგი ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლით?

"ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც დაასუსტებს.

როგორც პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ალტერნატიული პოლიტიკური ძალებისთვის, რადგან ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივა გაჩნდა.

ექსპერტი ასევე მიიჩნევს, თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან ნამდვილად გავიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მან იმაზე მეტი პოლიტიკური ფასი გადაიხადა, ვიდრე ამას ოპოზიცია ითხოვდა.

"თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, ეს თავისთავად ნიშნავს იმაზე მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდას, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატული პოლიტიკური ძალებისთვის, რადგან ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს და აჩენს ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას. ამიტომ, პრაქტიკული პოლიტიკის გაგებით, გაუგებარი იქნება პარტიების შემდგომი გაჯიქება", - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 11 იანვარს, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მან მის მიერ დაფუძნებული პარტიიდან და ზოგადად პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.