„ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, ისრაელის 13 მოქალაქეს სახის ნერვის დამბლა დაემართა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და აცხადებენ, რომ სახის ნერვის დამბლა კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინის ერთ-ერთ გავრცელებული უკუჩვენებაა, რომლისგანაც რამდენიმე ადამიანი იტანჯებოდა, თუმცა, მათ ეს უკუჩვენება ვაქცინის მესამე დოზით აცრისას გამოუვლინდათ.
მიუხედავად იმისა, რომ პირვლივე დოზის მიღების შემდეგაც, ისრაელის 13 მოქალაქეს ეს უკუჩვენება დაუდასტურდა, ქვეყნის ჯანდაცვის უწყება რეკომენდაციას მაინც იძლევა, რომ მეორე დოზით მათი ვაქცინაცია გაგრძელდეს.
მედიის ინფორმაციითვე, უკვე აცრილმა ბევრმა მოქალაქემ, ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული გართულებები გადალახა.
ცნობისთვის, ისრაელი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყევლაზე მეტი რაოდენობის ადამიანს ჩაუტარდა.
ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზით 2 068 389 ადამიანია აცრილი, ხოლო 225 260 ადამიანს ვაქცინის მეორე დოზაც უკვე გაკეთებული აქვს.
შეგახსენებთ, ისარელის მოქალაქეთა რაოდენობა 9 მილიონამდეა.