მეგან მარკლის მამა შვილზე და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

მეგან მარკლის მამა შვილზე და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

სასექსის ჰერცოგინია მაგან მარკლის მამა ტომას მარკლი შვილის და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ The Sun წერს.

ტომას მარკლი ფილმის გადაღებას 2021 წელს დაასრულებს. ფილმში მოთხრობილი იქნება მეგანის დაბადებისა და მათი ურთიერთობების შესახებ.

მანამდე მეგან მარკლმა The Mail-სა და Sunday-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა, რადგან გამოცემებში მასზე და მამის ურთიერთობებზე დაუზუსტებელი ინფორმაცია დაიბეჭდა. მამა მეგანის წინააღმდეგ წავიდა და განაცხადა, რომ ლონდონის უმაღლეს სასამართლოში მედიის პოზიციების დასაცავად მზადაა.

მედია წერს, რომ ტომას მარკლს შვილთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ გაუფუჭდა, როცა მისი გოგო პრინც ჰარიზე დაქორწინდა.