ცნობილი ამერიკელი რეპერი Dr. Dre საავადმყოფოდან გაწერეს

ცნობილი ამერიკელი რეპერი Dr. Dre საავადმყოფოდან გაწერეს

ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი, 7 „გრემის“ მფლობელი Dr. Dre (ანდრე რემალ იანგი) საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც ის თავის ტვინის სისხლძარღვის ანევრიზმის გამო მოხვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

55 წლის მუსიკოსი ლოს-ანჯელესში კლინიკა Cedars-Sinai-ში 6 იანვრიდან მკურნალობდა.

Dr. Dre ამერიკული რეპის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის ცნობილია როგორც მუსიკოსი და პროდიუსერი. მან განახორციელა Eminem-ის, Snoop Dogg-ის, 50 Cent-ისა და 2Pac-ის ხმაურიანი ალბომების პროდიუსინგი. გამოცემა Forbes-ის ვერსიით, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ტოპათეულშია.