ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა 

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს არ სჭირდება კლინიკების ის რაოდენობა, რაც დღეს ქვეყანაშია.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მის უწყებაში ამ მხრივ სტრატეგიის შემუშავება მიდის მუშაობა.

"საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა, ვინაიდან ამ კლინიკების რაოდენობით, როდესაც მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ საწოლფონდის ერთეულებით დაითვალონ საჭიროება 100 000 მოსახლეზე, ჩვენ ამ კლინიკების რაოდენობით უკვე შეგვიძლია კლინიკები დათვალოთ 100 000 მოსახლეზე. აქედან გამომდინარე, ამ კლინიკებში შეუძლებელია მიღწეული იყოს ჯაჭვი პაციენტის მომსახურების, როდესაც პაციენტი მიღების მომენტიდან გაწერის მომენტამდე მიიღებს უსაფრთხო სერვისს. ჩვენ არ გვაქვს ჩამკეტი რითად შეგვიძლია, ვთქვათ - არა, ჩვენ აღარ გვჭირდება მეტი საავადმყოფო, აღარ გვჭირდება მეტი საწოლი", - აცხადებს მინისტრი.