ფირუზ წულუკიძე 2013 წელს მაშინ დააკავეს, როცა ის ბათუმში კონსპირაციულ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მკვლელობაში ბრალდებულს მალავდა. იუსუფ ლაკაევს, რომლის ასაყვანად მისულ სამართალდამცველებსაც ლაკაევმა ცეცხლი გაუხსნა.
პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით გასამართლებული ფირუზ წულუკიძის გათავისუფლებას მოგვიანებით საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ახმედ ჩატაევი ითხოვდა. ვიდეომიმართვით რომელშიც ჩატაევი საქართველოში ტერორისტული აქტების მოწყობით იმუქრებოდა.
2017 წელს ჩატაევის თანამზრახველებთან ერთად ასაყვანად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 20 საათიანი სპეცოპერაცია გახდა საჭირო. ლიკვიდირებულ ტერორისტებს შორის ახმედ ჩატაევიც იყო. მან თავი აიფეთქა.