დღეიდან სკოლებში სწავლა იწყება. დიდ ქალაქებში, ასევე აჭარის რეგიონში, სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში კი სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, განათლების სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო სითხეებით.