სოსო მანჯავიძე:

სოსო მანჯავიძე: "ზოგს გონია, რომ მალე მოვა უკან, ზოგიც ფიქრობს, რომ არ წასულა და ჭუჭრუტანიდან იყურება"

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"გემახსოვრებათ, ზოგჯერ მასწავლებელი რომ გავიდოდა გაკვეთილის დროს კლასიდან და დაიბარებდა- ჭკვიანად იყავითო.
თავიდან ბავშვების ნაწილი ფიქრობდა, რომ მასწავლებელი მალე მოვა, და წყნარად იყო, მეორე ნაწილს ეშინოდა, რომ მასწავლებელი ჭუჭრუტანიდან იყურება და ამოწმებს, ვინ როგორ იქცევა, ამიტომ გასუსული იჯდა და კარებისკენ ჰქონდა თვალი.

ცოტა ხნის შემდეგ, თუ მასწავლებელი არ ბრუნდებოდა და ჭუჭრუტანის შიშიც ქრებოდა, იწყებოდა ქაოსი.
ზოგი ჩხუბობდა, ზოგი მერხებზე დარბოდა, ზოგიც გარეთ გარბოდა.

ყვირილზე და ხმაურზე აღარაფერს ვამბობ.

შედეგად, კლასში სასწავლო ნაწილი ან თვით დირექტორი შემოვარდებოდა ხოლმე.
დაახლოებით ასეთი სურათია დღეს საქართველოში, ზოგს გონია, რომ მალე მოვა უკან, ზოგიც ფიქრობს, რომ არ წასულა და ჭუჭრუტანიდან იყურება.

ხმაური, ჩხუბი და მერხებზე სირბილი წინ არის.

სასწავლო ნაწილის და დირექტორის როლს ვინ შეასრულებს-ესაა საკითხავი".