„პატარა პარტიები ამით ცდილობენ პარლამენტში ისე შევიდნენ, რომ სახე შინარჩუნონ“ - საყვარელიძე ე.წ. „გირჩის“ ფორმულაზე

„პატარა პარტიები ამით ცდილობენ პარლამენტში ისე შევიდნენ, რომ სახე შინარჩუნონ“ - საყვარელიძე ე.წ. „გირჩის“ ფორმულაზე

„როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან განსახილველი თემა აღარ რჩება, პატარა პარტიები პარლამენტში შესვლის გზებს ეძებენ ისე, რომ სახეც შეინარჩუნონ და სხვა პარტიების რისხვაც არ დაიმსახურონ“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „გირჩის“ მიერ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარკებების დაწყებას თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენების თაობაზე.

ამ გეგმის თანახმად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. „გირჩის“ აზრით, თუკი ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ პარლამენტში რასებული პოლიტიკურ ძალთა ბალანსი არ შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ განწყობებს, რაც ვადამდელი არჩევნების საფუძველი უნდა გახდეს.

„ეს იდეა თავიდანვე აჩენს კითხვის ნიშნებს, რადგან თუ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებშიც ვერ გაიმარჯვებს, ვერ აიღებს უმრავლესობით ადგილებს, მაშინ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ძალას კარგავს და მორჩილად უნდა შევიდნენ პარლამენტში. იდეის ასეთი ფორმულირება, ჩემი აზრით, პატარა პარტიების მიერ პარლამენტში შესვლის გამოსავლის ძიებას ნიშნავს. ანუ, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე განსახილველი თემა აღარ რჩება, მიდის პარლამენტში შესვლის გზების ძიება ისე, რომ არც სახე დაკარგონ და სხვა პარტიების რისხვაც არ დაიმსახურონ. რომელი ოპოზიციური პარტია დათანხმდება „გირჩის“ ამ წინადადებას, ალბათ აქ ლელა კაკულიას პროგნოზი გამოდგება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყარელიძემ.