ლევან იოსელიანი: „გირჩთან“ ერთად გვაქვს ინიციატივა, თვითმმართველობის არჩევნები განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად, ვაპირებთ, ამ ინიციატივით შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პარტიებსაც

ლევან იოსელიანი: „გირჩთან“ ერთად გვაქვს ინიციატივა, თვითმმართველობის არჩევნები განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად, ვაპირებთ, ამ ინიციატივით შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პარტიებსაც

„პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული და მეხუთე რაუნდი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან მხარეები პოზიციების დაახლოებას ვერ ახერხებენ“, - პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ახლა „მოქალაქეებს“ „გირჩთან“ ერთად აქვს ინიციატივა, რომ თვითმმართველობის არჩევნები განიხილონ ერთგვარ პლებისციტად და თუ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამარცხდება, აიღოს ვალდებულება ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე.

მისივე თქმით, არ იცის, გაითვალისწინებს თუ არა გიორგი ვაშაძე ამ ინიციატივას, თუმცა იმედოვნებს, რომ ის მოვლენებს რაციონალურად უყურებს.

„ყველასთვის ნათელია, რომ პოლიტიკური კრიზისი შევიდა ჩიხში და მოლაპარაკებებიც პრაქტიკულად ჩიხშია შესული.მეხუთე რაუნდი გაურკვეველი ვადით არის გადადებული, რადგან მხარეები ვერ ახერხებენ, დაახლონ პოზიციები.

ახლა ჩვენ „გირჩთან“ ერთად გვაქვს ინიციატივა, რაც გულისხმობს შემდეგს, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩემი აზრით, ეს არის კარგი ინიციატივა, რომელზეც საუბარი ღირს ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. ამ ინიციატივით ვაპირებთ, რომ შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.