გიორგი ვოლსკი: თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს

გიორგი ვოლსკი: თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს

ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.

მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, რომ თუ საუბარია, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ან ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და არა შეძახილები, რომელიც გაისმის „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოდან. ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილისთვის მთავარი ამოცანა დესტაბილიზაცია.

„მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქნება, ვინაიდან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო კიდევ ამ თემაზე ბჭობა, გამოწვეულია იმ რეალობიდან, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია და რომელსაც გაცილებით უფრო კარგად ხედავენ, უფრო მეტს საუბრობენ და უფრო ითვალისწინებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც კვლავ გველიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ის სუბიექტები, ვინც გადაწყვიტეს