საქართველოში ამინდის გაუარესება და ყინვაა მოსალოდნელი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

საქართველოში ამინდის გაუარესება და ყინვაა მოსალოდნელი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, 19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება.

19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.