ვიქტორია ბექჰემმა British Vogue-ში გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც "მომავლის" საკუთარ თავს ეძღვნება, ისეთ დეტალზე ისაუბრა, როგორიცაა მისი მუსიკალური კარიერის დასასრული. ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც ფართო საზოგადოებამ გოგონების ბენდის - Spice Girls-ის წყალობით გაიცნო, განსაკუთრებული მიზეზით ჩამოშორდა ამ პროფესიას და ამის მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები - ელტონ ჯონი გახლდათ.
დიზაინერს გადაწყვეტილების მიღებისკენ ელტონ ჯონის ლას-ვეგასში გამართულმა პერფორმანსმა უბიძგა. "მან Tiny Dancer შეასრულა და თანაც ისე, თითქოს ამას პირველად აკეთებდა, შენ გრძნობდი ეს მისთვის ჟანგბადივით იყო. ეს ცხოვრების შემცვლელი მომენტი იყო - სიმღერა და ცეკვა შენთვის გართობა იყო, მაგრამ ეს არ იყო შენი მოწოდება," -მიმართა ვიქტორიამ საკუთარ თავს.