ნიკა მელია: ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს

ნიკა მელია: ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს

პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მერაბიშვილზე საუბრით ის ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან მოყოლა რომ დაიწყოს „შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს“.

„განგებ არ ვსაუბრობ, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს მოყოლა რომ დავიწყო, არ მინდა და შეიძლება, იატაკიც ჩავარდეს ქვევით, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ ქვეყანაშიც. არ მინდა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დავასხა”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

amo ბოკერიავ, უგულავავ, მარგველაშვილო და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერო საქართველოს 27%-ო ეს კაცი იყო პოლიტმატიმარი? მაგ სიმართლით გატაროთ ღმერთმა. ვაი, რომ თქვენთან ერთად მთელი საქართველოც იძირება.
4 წლის უკან