პეტერ ფიშერი:

პეტერ ფიშერი: "გერმანიაში არ გაქვს უფლება, პოლიციელს სილა გაარტყა, მაგრამ ის [მზია ამაღლობელი] უკვე 4 თვეა დაკავებულია. აქ მთავარი კითხა ეხება პროცესის, მისი პატიმრობის ხანგრძლივობისა და იმ დანაშაულის პროპორციულობა, რაც ბრალად ედება"

საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებაზე, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. პიტერ ფიშერმა ინტერვიუ "ბათუმელებს" მისცა. დიპლომატის განცხადებით, გერმანიაში სამართალდამცველებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე ძალადობა უკანონოა, მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი მთავარი კითხვა ეხება პატიმრობის ხანგრძლივობასა და დანაშაულის პროპორციულობას.

"გერმანიაში უკანონოა ძალადობა პოლიციელებზე, სამართალდამცველებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე... უნდა დავემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს და ინსტრუქციებს, თუმცა, ასევე, არაკანონიერია, როცა სახელმწიფო მოხელეები აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას, არაკანონიერია დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენება, განსაკუთრებით, როცა ძალა არის გადამეტებული. გვყავს ჟურნალისტი, რომელიც 4 თვეა ციხეშია. უნდა აღვნიშნო, იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს ზოგი, მე არ ვცდილობ ვიყო არც ქართველი მოსამართლე, არც პროკურორი და არც ადვოკატი, მაგრამ რისი დანახვაც შეგვიძლია საქმის ფაქტებიდან, ის ბრალდებულია შენობაზე სტიკერის მიკვრის და პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის. გერმანიაში არ გაქვს უფლება, პოლიციელს სილა გაარტყა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ის უკვე 4 თვეა დაკავებულია. აქ მთავარი კითხა ეხება პროცესის, მისი პატიმრობის ხანგრძლივობისა და იმ დანაშაულის პროპორციულობა, რაც ბრალად ედება," - აღნიშნა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერმა.