14 იანვარს ცნობილი გახდა რომ, The Beatles-ის ერთ-ერთი წევრის, პოლ მაკარტნის ყოფილი მეუღლე დაინიშნა. 53 წლის ჰეზერ მილსი გასული შობის დღესასწაულზე 36 წლის მეგობარ მამაკაცზე - მაიკ დიკმანზე დაინიშნა.
როგორც ირკვევა, კინოპროდიუსერმა ყოფილ მოდელსა და ბიზნესმენს ხელი თვრამეტთვიანი ურთიერთობის შემდეგ სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ პოლ მაკრნი და მილსი 2002 წელს დაქორწინდნე და საერთო ქალიშვილიც ჰყავთ. თუმცა ოჯახურმა იდილიამ მხოლოდ 2006 წლამდე გასტანა, როცა ისინი ცალ-ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, 2008 წელს კი ოფიციალურად გაშორდნენ.