ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა ბაიდენის დიდი გულშემატკივარია და მის საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლედი გაგას შემდეგ სცენაზე, ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპესი გამოვა, ამ დროისთვის დამათებითი დეტალები, თუ კონკრეტულად რას გააკეთებს მომღერალი უცნობია.
ინაუგურაციის ტრანსლირების შემდეგ დაიწყება სპეციალური შოუ რომელსაც ტომ ჰენქსი გაუძღვება და ტელემაყურებლის წინაშე დემი ლოვატო, ჯონ ბონ ჯოვი, ენტონი კლემონსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი წარდგებიან.
ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან, 20 იანვარს გაიმართება.