კომპანია Wiip ჯორჯ ორუელის ცნობილი რომანის „1984“ მოტივებზე სერიალს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სერიალი არა რომანის, არამედ მასზე დაფუძნებული პიესის ადაპტაცია იქნება, რომელიც 2013 წელს რობერტ აიკმა და დუნკან მაკმილანმა დადგეს. სერიალში 5 ეპიზოდი იქნება. პროექტის შოურანერი დევიდ ფლინი იქნება, მაიკლანი და აიკი კი პროდიუსერები იქნებიან. სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
რომანის სიუჟეტის მიხედვით, საზოგადოება დიდი ძმის დიქტატურის ქვეშ იმყოფება, რომელიც აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნებას და ქვეყნის ყველა მცხოვრების გაკონტროლებას ცდილობს. თუმცა, ასეთ რეჟიმს ყველა არ ეთანხმება, მათ შორის მთავარი გმირი უინსტონ სმიტი.
კრიტიკოსების ნაწილმა რომანზე დაფუძნებული პიესას წამების სცენებისა და ჭარბი ვიზუალური და აუდიოეფექტების გამო „შოკისმომგვრელი“ უწოდა.